ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის 117 დადასტურებული შემთხვევაა
ამ დროისთვის საქართველოში უკვე 23 პაციენტია გამოჯანმრთელებული, გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვიც და კორონავირუსის უკვე 117 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, ახალ პაციენტებს შორის 10 წლის ბავშვია.

„ერთი ახალი შემთხვევა სომხეთიდან ჩამოსულ პაციენტს დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის მძიმე. მეორე პაციენტი გადმოჰყავთ ბათუმიდან ეს არის 10 წლის ბავშვი მშობელთან ერთად. დადასტურებული შემთხვევა გვაქვს მხოლოდ ბავშვთან.“

მთავრობის მიერ სპეციალურად კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 პირი, სტაციონარში კი მეთვალყურეობის ქვეშა - 301.

საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და საკომენდანტო საათი მოქმედებს.
| Print |
FaceBook Twitter Google