ჯანდაცვა
კორონავირუსისგან საქართველოში 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა
2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. გაზრდილია ვირუსის დადასტურებული შემთხვევებიც. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა - 130

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 281.

ინფორმაცია განთავსებულია მთავრობის მიერ სპეციალურად კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge.

| Print |
FaceBook Twitter Google