ჯანდაცვა
10 წლის ბავშვის დედას კოვიდ 19 დაუდასტურდა
2 აპრილის საღამოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 131 შემთხვევაა დაფიქსირებული. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათგან ერთი ახალი დადასტურებული პაციენტი 10 წლის მოზარდის დედაა, რომელიც მათ კლინიკაში ბათუმიდან გუშინ გადაიყვანეს.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 281.
| Print |
FaceBook Twitter Google