ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის 155 შემთხვევაა დადასტურებული
მთავრობის მიერ სპეციალურად კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნილი ვებგვერდის, stopcov.ge-ის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფირცირების 155 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 28.

კარანტინის რეჟიმში - 5526 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344.


საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. დაავადების შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი 30 მარტს გამოცხადდა, ასევე ამოქმედდა საკომენდანტო საათი.

| Print |
FaceBook Twitter Google