ჯანდაცვა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კრიტიკული პაციენტია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათ კლინკაში ტესტირება ჩაუტარდა 28 პაციენტს, რომელთაგან 5 იყო დადებითი. მათგან ორს მძიმე პნევმონია აქვს.

„ჩვენს კლინიკაში დადასტურებული 5 ახალი შემთხვევის კონტაქტები ცნობილია. ამ ეტაპზე ჩვენთან 38 პაციენტი წევს, გაწერილია - 29, ერთი გვყავს კრიტიკული, სადაც სტაბილიზება არ არის მიღებული. რაც შეეხება ოთხ მძიმე პაციენტს, მათი მდგომარეობა უკვე დასტაბილურდა.“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსისგან 36 პაციენტია განკურნებული.
გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც 79 წლის ქალი გარდაიცვალა. 5 აპრილს გარდაცვლილი კი, 81 წლის ქალია.

| Print |
FaceBook Twitter Google