ჯანდაცვა
საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს კიდევ 2 პაციენტი გაეწერება - ლევან რატიანი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თმით, მათ დაწესებულებაში კოვიდ19-ით ინფიცირებული 51 პაციენტია. მისი ინფორმაციით, 62 წლის ქალბატონი, რომელიც კლინიკაში შევიდა დადებითი ტესტით და განეკუთვნება მარნეულის კლასტერს, რამდენიმე დღეში გაეწერება.

„80 წლის ქალის მდგომარეობა, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოსულია მწვავე რესპირატორული დისპრესიით და სხვა თანმდევი დაავადებებით, დინამიკაში იცით, რომ გაუმჯობესებული იყო, ის ამ დილიდან მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან. ასევე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ თუ პაციენტები ასაკით 60+1 მომართავენ კლინიკას სუნთქვის უკმარისობის დასაწყის სტადიაში,  უფრო მეტი შანსია გამოჯანმრთელების, ვიდრე დამძიმების.“

მისივე თქმით, ორსული ქალბატონების მდგომარეობის დინამიკა ბოლო 4 დღეა უცვლელია, როგორც დედის, ასევე ნაყოფის. ასევე სტაბილურია 13 წლის ბავშვის მდგომარეობა.

ლევან რატიანის თქმით, მათი კლინიკიდან დღეს კოვიდ ინფიცირებული 2 პაციენტი გაეწერება.

6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5056 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის -386.

გარდაცვლილია 2 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.