ჯანდაცვა
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ 18 ანალიზი გააგზავნეს
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ 18 მოქალაქის ანალიზი გაიგზავნა, რომლის პასუხიც დღეს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ის პირები, რომელთაგანაც სპეციალისტებმა ნიმუშები აიღეს, ნაწილი საკარანტინო ზონაშია, ნაწილი კი - რეგიონის ცხელების ცენტრებში იზოლირებულ განყოფილებაში. ზოგიერთ მათგანს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება, თუმცა მედიკოსების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

კახეთის რეგიონში 4 ცხელების ცენტრი ფუნქციონირებს: ლაგოდეხში, საგარეჯოში და ორი თელავში. ჯამში სულ 73 საწოლია განსაზღვრული. აქედან ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში -30, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში -20; თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში - 14, ხოლო საგარეჯოს „ჯეო-ჰოსპიტალსში“ -9.

თუმცა როგორც „ჯეო-ჰოსპიტალსის“ დირექტორი, დავით ჯიქია ამბობს, ისინი მზად არიან საჭიროების შემთხვევაში საავადმყოფოში არსებული 52-ვე საწოლი გამოიყენონ და სრული დატვირთვით იმუშაონ.

ბოლო ინფორმაციით, რეგიონში ეპიდმდგომარეობა კვლავ სტაბილურია და ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
| Print |
FaceBook Twitter Google