ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 230-მდე გაიზარდა
10 აპრილის მონაცემებით, საქართველოშ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 230-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 54.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4908პირტი, 429 კი - სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა.

საქართველოში ასევე დაფიქსირებულია გარდაცვალების 3 შემთხვევა.

სტატისტიკური ინფორმაცია მთავრობის მიერ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნილი ვებგვერდ stop.cov.ge-ზეა განთავსებული.

საგანგებო მდგომარეობის ვადით 30 მარტს საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, ქვეყანაში ასევე მოქმედებს კომენდანტის საათი.


| Print |
FaceBook Twitter Google