ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცებული 266 პაციენტია
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 266 პაციენტია ინფიცირებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 67.  როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია მბობს, მათ კლინიკაში კვლავ რჩება 2 მძიმე პაციენტი.
„ჩვენ გვრჩება ძალიან მძიმე, პრობლემური 2 მძიმე პაციენტი, ერთთან შეიმჩნევა სტაბილიზაცია, მეორესთან ჯერ არა. დანარჩენი მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტებთან დაავადების პროგრესირება არ მიმდინარეობს და ეს იმის მაჩვენებელია, რომ ალბათ მათთან გამოსავალი კეთილსაიმედო იქნება და მდგომარეობა არ გახდება კრიტიკული.

დღეისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4872 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 453.
საქართველოში ასევე დაფიქსირებულია გარდაცვალების 3 შემთხვევა.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |
FaceBook Twitter Google