ჯანდაცვა
ზომიერი კონტროლირებადი მატებით ვფიქრობ რყევები არ გვექნება - მარინა ეზუგბაია
დღეს საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთებულთა რიცხვი 74-ია. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, მათ კლინიკაში 2 მძიმე პრობლემური პაციენტია.

„მათთან მესამე დღეა სტაბილური სიტუაციაა და ალბათ ისინი ასეთი მძიმე სტატუსიდან გადმოვლენ მძიმე პაციენტების სიაში და ალაბთ მათი მდგომარეობაც დინამიკაში გაუმჯობესდება და დადგება გამოჯანმრთელება.“


დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში დაავადებულთა რიცხვი არის 336.

როგორც მარინა ეზუგბაია ამბობს, მთავარია, ამ რიცხვმა ასეულს არ გადააჭარბოს. „ 30 არ არის საგანგაშო მაჩვენებელი, უკვე მეორედ გავქვს ასეთი მატება, მათ შრის იყო მცირე რაოდენობით. თუ ჩვენ ასეულს არ გადავაჭარბებს, ამ ზომიერი კონტროლირებადი მატებით ვფიქრობ რყევები არ გვექნება. ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რომ როგორმე დავძიოთ ეს პრობლემა. დავიცვათ ყველა ის შეზღუდვა, რაც სახელმწიფოშია გამოცხადებული და დაკანონებული.“


ამ დროის მონაცემებით კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5000 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 494.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

სტატისტიკური ინფორმაცია მთავრობის მიერ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნილი ვებგვერდ STOP.COV.GE-ზეა განთავსებული.





| Print |
FaceBook Twitter Google