ჯანდაცვა
კახეთი კვლავ მწვანე ზონად რჩება - კორონავირუსზე ყველა ტესტის პასუხი უაყოფითია
ლუგარის ლაბორატორიაში კახეთის საკარანტინე ზონებიდან და ე.წ. ცხელების ცენტრებიდან გუშინ გაგზავნილი 20 ანალიზის პასუხი უარყოფითია. კორონავირუსი არცერთ პაციენტს არ დაუდასტურდა ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საეჭვო სიმპტომების პაციეტებიდან აღებული 15 - მდე ნიმუში ლუგარის ცენტრში დღეს კიდევ გაიგზავნება, რომლის პასუხიც სავარაუდოდო ხვალ გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის კახეთში თვითიზოლაციაში 16 მოქალაქეა, ხოლო 9 კარანტინის სივრცეში 435 რჩება. კახეთის ე.წ. ცხელების ცენტრებში პაციენტებს ყოველდდღიურ რეჟიმში იღებენ.



| Print |
FaceBook Twitter Google