ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის 348 დადასტურებული შემთხვევაა
დღის ბოლოს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კიდევ 12-ით გაიზარდა. ამ დროისთვის სულ ქვეყანაში - 348 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 76. გარდაცვლილია - 3.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5079 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 558.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

სტატისტიკური ინფორმაცია მთავრობის მიერ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნილი ვებგვერდ STOP.COV.GE-ზეა განთავსებული.



| Print |
FaceBook Twitter Google