ჯანდაცვა
როგორია კახეთში არსებული ეპიდსიტუაცია
ამ დროის მონაცემბით, კახეთში Covid 19 -ის ლაბორატორიულად დადასტურებული არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი, ნელი ხიზანიშვილიი ამბობს, 10 საკარანტინო სივრცეეში 603 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაშია - 23.

კახეთში ე.წ ცხელების ცენტრები ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ პაციენტებს. ასევე გრძელდება საეჭვო პაციენტებიდან ნიმუშების აღება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 24 ანალიზიდან კორონავირუსზე ყველა უარყოფითია.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის საქართველოში კორონავირუსის 408 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 95. გარდაცვლილია - 4.
| Print |
FaceBook Twitter Google