ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით 83 წლის პაციენტი გარდაიცვალა
დღეს, საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეექვსე პაციენტი გარდაიცვალა. როგორც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, 83 წლის კაცს ქრონიკული პათოლოგიები აღენიშნებოდა.

„ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია, ყველა სარქვლის ნაკლოვანება. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“,– განაცხადეს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტრიმა, ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ოთხ აპრილს დაფიქსირდა.
| Print |
FaceBook Twitter Google