ჯანდაცვა
კახეთიდან ლუგარში გაგზავნილი 82 ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია
30 აპრილს კახეთიდან ლუგარში კორონავირუსზე გამოსაკვლევად 82 ნიმუში გაიგზავნა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი ამბობს, მათგან 12 კარანტინის ზონებიდან და ცხელების ცენტრებიდან იყო აღებული, ხოლო 70 სამედიცინო პერსონალისგან.

„ ყველა ტესტირების შედეგი ნეგატიურია. საეჭვო პაციენტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. დაიწყო მედპერსონალის ტესტირებაც. თვითიზოლაციაში იმყოფება 18 მოქალაქე. მოიხსნა -1. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 11 ლოკაციაზე იმყოფება 502 მოქალაქე.“ - ამბობს ნელი ხიზანიშვილი.

მისივე განმარტებით, კახეთში ეპიდსიტუაციის სტაბილურობა კვლავ შენარჩუნებულია. დღეის მდომარეობით რეგიონში Covid 19 -ის ლაბორატორიულად დადასტურებული არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.





| Print |
FaceBook Twitter Google