ჯანდაცვა
კახეთში ეპიდსიტუაციის ზუსტი სურათი უცნობია
ზუსტი სურათი ეპიდსიტუაციის შესახებ ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, არ გვაქვს, თუმცა, კონტაქტების უმრავლესობა მოძიებულია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა ყვარელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სასწრაფო დახმარების განყოფილების თანამშრომლებიდან გუშინდელი მდგომარეობით არც ერი არ არის ინფიცირებული. რაც შეეხება ევექსის კონტაქტებს, აღებულია ნიმუშები და გაიგზავნება ლუგარში. იგეგმება დაახლოებით 2370 კვლევის ჩატარება მაღალი რისკის ჯგუფებში და მათ შორის, სამედიცინო პერსონალში, ეს უკვე დაწყებულია. ზუსტად ამ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში გამოვლინდა ეს შემთხვევა, იმიტომ, რომ ეს არ იყო იდენტიფიცირებული, როგორც სიმპტომატიკა. მას არ ჰქონდა არ ჰქონდა ჩივილები.“

ასევე აღებულია ოჯახის წევრების ნიმუშები და გაიგზავნება ლუგარში. რაც შეეხება გარეშე კონტაქტებს, ხიზანიშვილის თქმით, ჯერჯერობით მეზობლებთან ან ნათესავებთან კონტაქტები არ ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს კახეთში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი 50 წლამდე ასაკის ქალს დაუდასტურდა, რომელიც მუშაობს ექიმად, სასწრაფო დახმარების სამსახურში და ასევე ევექსის კლინიკაში.

ჯერჯერობით უცნობია, ჩაიკეტება თუ არა ყვარელი ან მუნიციპალიტეტის რომელიმე სოფელი. ეს დღეს, მას შემდეგ გადაწყდება, რაც ტესტირების პასუხები გახდება ცნობილი.
| Print |
FaceBook Twitter Google