ჯანდაცვა
ყვარელში კორონავირუსი სწრაფი ტესტირებით კიდევ სამ ადამიანს გამოუვლინდა
სწრაფი ტესტირებით კორონავირუსი ყვარელში კიდევ სამ ადამიანს გამოუვლინდა, მათ შორის არის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლი, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, სამივე ადამიანის კორონავირუსით ინფიცირება PCR ტესტირებამ უნდა დაადასტუროს, რომელიც ოქროს სტანდარტია. შესაბამისი ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა.

შეგახსენებთ, რომ დღეს კახეთში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი 50 წლამდე ასაკის ქალს დაუდასტურდა, რომელიც მუშაობს ექიმად, სასწრაფო დახმარების სამსახურში და ასევე ევექსის კლინიკაში.

რაც შეეხება წყაროს, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სანამ კონტაქტების ტესტირება არ ჩატარდება, ძნელია იმის თქმა, ვინ არის წყარო.
ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, მოხდება თუ არა ყვარლის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვა. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.
| Print |
FaceBook Twitter Google