ჯანდაცვა
ყვარელში სამი მედიკოსის PCR ტესტის პასუხები ცნობილია
ყვარელში სამი მედიკოსის ანალიზებზე, რომელსაც სწრაფი ტესტით კორონავირუსი გამოუვლინდა, ლუგარის ლაბორატორიის პასუხი ცნობილია. მათ PCR ტესტირებით კოვიდ 19 არ დაუდასტურდათ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეგიონში ამ ეტაპზე კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ ერთი შემთხვევა ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა კახეთში გუშინ გამოვლინდა. პირველი დაინფიცირებული ყვარლის სასწრაფო-სამედიცინო მომსახურების და ევექსის ექიმია.

დადგენილია მასთან კონტაქტში მყოფი 147 პირი.

„ჩვენ მოვიძიეთ როგორც ძალიან ახლო, ისე ყველა შესაძლებელი კონტაქტი, საბოლოოოდ ეს იყო 147. 62 მათგანზე ტესტირება ჩატარებულია და PCR კვლევით პასუხები უარყოფითია. დღეს ამჟამადაც მიმდინარეობს ნიმუშების აღება და ყველა მათგანს ჩაუტარდება ტესტირება.“

კორონავირუსზე გამოსაკვლევად ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება.
| Print |
FaceBook Twitter Google