ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში დღეს მეცხრე პაციენტი გარდაიცვალა. 58 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, ის რამდენიმე კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გარდა ამისა, ქალს 9 თანმდევი დაავადება ჰქონდა და შემოყვანის დღიდან მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

საქართველოში ამ დროის მონაცემებით კორონავირუსის 589 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 221 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5260 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 553.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google