ჯანდაცვა
კორონავირუსზე ტესტირება კახეთში კარანტინში მყოფ ყველა მოქალაქეს ჩაუტარდება
როგორ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, კახეთში კორონავირუსზე ტესტირება კარანტინში მყოფ ყველა მოქალაქეს ჩაუტარდება.


"საკარანტინო ზონებიდან ნიმუშების აღება გრძელდება. კარანტინში მყოფ ყველა მოქალაქის ანალიზის ნიმუშებს, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა რომელიმე მათგანს კოვიდ 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ლუგარის ლაბორატორიაში ვაგზავნით სამი დღით ადრე, სანამ ისინი დატოვებენ ამ სივრცეს", - განაცხადა ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კახეთში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა 2 მაისს დაფიქსირდა. ვირუსი 50 წლამდე ასაკის ქალს დაუდასტურდა, რომელიც სასწრაფო დახმარების, ასევე ევექსის კლინიკის ექიმია.

ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.
| Print |
FaceBook Twitter Google