ჯანდაცვა
კახეთში ლუგარის ლაბორატორიიდან 270 ტესტის პასუხს ელოდებიან
დავადებთა კონტროლის კახეთის რეგიონული განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განაცხადებით, კახეთიდან ლუგარის ლაბორატირიაში 270 ანალიზია გაგზავნილი, რომელთა პასუხებიც დღის განმავლობაშ გახდება ცნობილი.

„მათგან 51 ბიოლოგიური ნიმუში სამედიცინო სფეროს წარმოამდგენელს ეკუთვნის, 64 კარანტინში მყოფ პირებს, ხოლო დანარჩენი 155 - ცხელების ცენტრებიდან და ინფიცირებულთან კავშირში მყოფ მოქალაქეებს. ყველა ნიმუში გუშინ გვიან გაიგზავნა და covod19 ზე პასუხის დღის განვალოვაში იქნება ცნობილი.“

აქვე გეტყვით, რომ რეგიონში საკარანტინე სივცრცის 10 ლოკაციაზე 459 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში - 35.



| Print |
FaceBook Twitter Google