ჯანდაცვა
ყვარელში ექიმის დაინფიცირების წყარო კვლავ უცნობია
ყვარლის სასწრაფო დახმარების ცენტრის ექიმის დაინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია, ამის შესახებ დავადებთა კონტროლის კახეთის რეგიონული განყოფილების უფროსმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები ამ მიმართულებით მუშაობენ.


კახეთიდან ლუგარის ლაბორატირიაში 270 ანალიზია გაგზავნილი, რომელთა პასუხებიც დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. ნიმუშებს შორის არის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში თვითიზოლაციაში მყოფი 4 მოქალაქის და ყვარელში ინფიცირებული ქალთან კავშირში მყოფი პირების კვლევაც.

შეგახსენებთ, რომ კახეთში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა 2 მაისს დაფიქსირდა. ვირუსი 50 წლამდე ასაკის ქალს დაუდასტურდა, რომელიც სასწრაფო დახმარების, ასევე ევექსის კლინიკის ექიმია. ის ამ დროისთვის, თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დადგენილია მისი 147 კონტაქტი, მათგან 102 უკვე გამოკვლიეს და ყველა შედეგი უარყოფითია.
| Print |
FaceBook Twitter Google