ჯანდაცვა
ყვარელში ინფიცირებულ ექიმს დამატებითი კვლევა უტარდება
„გრძელდება ტესტირების პროცესი ყველა იმ მიმართულებით რაც არის საეჭვო ყვარლის ფაქტთან დაკავშირებით. ყვარელში ინფიცირებულ ექიმს უტარდება ჩაღრმავებული კვლევები, რათა საბოლოო ჯამში იყოს გამოკვლეული, თუ რა რეალური კლინიკური მდგომარეობა აქვს ამ ქალბატონს.“
- ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ექიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თბილისში ბოჭორიშვილის კლინკაში განაგრძობს მკურნალობას. როგორც დავადებთა კონტროლის კახეთის რეგიონული განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა აღნიშნა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ეს ქალბატონი არის უსიმპტომო პაციენტი, ამიტომ მასთან მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევები. აქ იქნება სხვა ნიმუშებიც აღებული. განმეორებითი კვლევა დაახლოებით 4 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. ჯერჯერობით მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ქალბატონი კარგად გრძნობს თავს.“

გუშინ ლუგარში 270 ტესტი გაიზაავნა, მათგან 206 ტესტის პასუხი უარყოფითია, დანარჩენის შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

ამ დრომდე უცნობია ყვარლის სასწრაფო დახმარების ცენტრის ექიმის დაინფიცირების წყარო.
შეგახსენებთ, რომ კახეთში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა 2 მაისს დაფიქსირდა. ვირუსი 50 წლამდე ასაკის ქალს დაუდასტურდა, რომელიც სასწრაფო დახმარების, ასევე ევექსის კლინიკის ექიმია.


| Print |
FaceBook Twitter Google