ჯანდაცვა
სასწრაფოს ექიმს კიდევ ერთი კვლევა ჩაუტარდება
სასწრაფო დახმარების ექიმს, სამი PCR ტესტირების შემდეგ კიდევ სხვა დამატებით კვლევებსაც ჩაუტარებენ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა დავადასტურო, რომ ორჯერ განმეორებითი PCR კვლევის პასუხი ლუგარის ლაბორატორიისგან იყო უარყოფითი. აქვე მოხდა მისი პირველი ტესტის კიდევ ხელახლა ტესტირება და მან მოგვცა დადებითი პასუხი ერენემზე.  ეს იმას ნიშნავს, რომ საჭიროა მოიძებნოს, რატომ იყო პირველად დადებითი და შემდეგ უარყოფითი. ლუგარის ლაბორატორიას ენდობა არამხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო და ხანდახან როდესაც ჯანმოს სჭირდება რომ რაღაც შემთხვევა დაადასტურობს ან უარყოს, რამდენიმე ლაბორატორიას უგზავნის ნიმუშს და მათ შორის საქართველოში ლუგარსაც. ამ ლაბორატორიის კომპეტენტურობაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც საჭიროა ჩაღრმავებული კვლევა, რომ მივიდეთ მიზეზამდე და კითხვები არ დარჩეს. “ - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.


მისივე განმარტებით, არსებობს სხვა უფრო ჩაღრმავებული კვლევები, მათ შორის, არამაროტო ერენემზე. „ ეხლა გადაწყვიტეს, რომ გატესტონ არამხოლოდ ახალ კოვიდზე, არამედ სხვა კორონავირუსებზეც და სხვა ვირუსებზე, ხომ არ ჰქონდა ადგილი ჯვარედინ რეაქციას. განმეორებითი კვლევები ჩაუტარდება მის შვილსაც.“

როგორც ხიზანიშვილი ამბობს, ამ ქალტონის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
| Print |
FaceBook Twitter Google