ჯანდაცვა
სასწრაფოს ექიმს საკარანტინე ზონაში გადაიყვანენ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელიც თბილისში, ბოჭორიშვილის საავადმყოფოშია მოთავსებული, კლინიკას სავაუდოდ დღეს დატოვებს.

მისი თქმით, მედიკოსს პირველი PCR კვლევით კორონავირუსი დაუდასტურდა, ხოლო დანარჩენი ორი კვლევის მიხედვით მას კოვიდ 19 არ აქვს. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ექიმს ჩაღრმავებული კვლევა უტარდება.

„რადგან ერენემზე ტესტის პასუხი იყო დადებითი, გადაწყვიტეს, გატესტონ არამხოლოდ ახალ კოვიდზე, არამედ სხვა კორონავირუსებზეც და სხვა ვირუსებზე, ხომ არ ჰქონდა ადგილი ჯვარედინ რეაქციას. დღეს ან ხვალ გვეცოდინება პასუხები.“ - აღნიშნა ხიზანიშვილმა.

მისივე თქმით, პაციენტს კარანტინის ზონაში გადაიყვანენ.
| Print |
FaceBook Twitter Google