ჯანდაცვა
ჯეოჰოსპიტალსის ექთნის ინფიცირება შესაძლოა კახეთის შემთხვევად არ ჩაითავლოს
„თუ საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსის ექთანთან კონტაქტში მყოფ პირებს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ჩაითვლება, რომ ეს არ არის კახეთის შემთხვევა, ეს არის გარე წყაროსთან დაკავშირებული შემთხვევა.“ - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე განმარტებით, საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსისა და ბოჭორიშვილის კლინიკის ექთანი, რომელსაც მასობრივი მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში კორონავირუსი გამოუვლინდა, უსიმპტომოა. „წყარო თითქმის დადგენილია. ამ ექთან ჩაუტარდება განმეორებითი კვლევები, ასევე განმეორებით იქნება გატესტილი მისი კონტაქტები. ქალბატონი არის უსიმპტომო, მისი შედეგი გამოვლინდა მასობრივი ტესტირების ფარგლებში და მალევე მოხდა კონტაქტების დადგენა და ინფიცირების ალბათობა არის ძალიან დაბალი.“

როგორც ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, დღეის მდგომარეობით საგარეჯოში დადგენილია ინფიცირებული ექთნის 16 კონტაქტი, მათგან 9 საოჯახო და 7 სამედიცინო.

ასევე ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება ნიმუშების აღება და ლუგარში გაგზავნა საკარანტინე სივრცეებიდან. გუშინ ლუგარში რეგიონიდან 167 ნიმუში გაიგზავნა.
„ კარანტინის სივრიციდან არავინ აღარ გავა, ვინც არ იქნება გატესტილი. გასვლის წინ ყველას ჩაუტარდება ტესტირება. ახლა აქიურად ვმუშაობთ ასევე ბენეფიციარებთან, რომლებიც იმყოფებიან მოხუცებულთა სახლებში და შშმ პირთა თავშესაფრებში.“






| Print |
FaceBook Twitter Google