ჯანდაცვა
კახეთიდან ლუგარში სულ 1862 ნიმუშია გაგზავნილი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, რეგიონში გრძელდება ნიმუშების აღება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 1862 ნიმუში.


„8 მაისს აღებული და გაგზავნილ იქნა ლუგარის ცენტრში 212 ნიმუში. მათგან 112 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. დარჩენილი ტესტის პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 1862 ნიმუში, აქედან - 397 კარანტინის სივრციდან.“

მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 42 მოქალაქე, მეთვალყურეობიდან  მოიხსნა - 1. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 11 ლოკაციაზე იმყოფება 558 მოქალაქე.
| Print |
FaceBook Twitter Google