ჯანდაცვა
კახეთიდან ლუგარში გაგზავნილი 201 ტესტის პასუხი ცნობილია
9 მაისს კახეთიდან ლუგარის ცენტრში კორონავირუსზე გამოსაკვლევად 225 ნიმუში გაიგზავნა. მათგან 201 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია. ყველა პასუხი ნეგატიურია და ვირუსი არც ერთ შემთხვევაში არ ფიქსირდება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი, ნელი ხიზანიშვილი ამბობს, დარჩენილი ტესტის პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, ნიმუშების აღება კვლავაც მიმდინარეობს.

„ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ ესენი არიან: სამედიცინო პერსონალი, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები, საბაჟოს თანამშრომლები.“

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2105 ნიმუში. მათგან 842 მედპერსონალს ეკუთვნის, 556 კარანტინის ზონებს.

თვითიზოლაციაში იმყოფება 26 მოქალაქე. კონტროლიდან მოიხსნა - 16. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 11 ლოკაციაზე იმყოფება 503 მოქალაქე.
| Print |
FaceBook Twitter Google