ჯანდაცვა
კორონავირუსისგან საქართველოში კიდევ 32 ადამიანი განიკურნა
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 32-ით გაიზარდა. ჯამში დაავადება 349 პაციენტმა დაამარცხა.


რაც შეეხება ინფიცირებულებს, დადასტურებულია 1 ახალი შემთხვევა. სულ კოვიდ ცხრამედი დადასტურებული აქვს 639 პირს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმთ, ამ ეტაპზე სხვადასხვა კლინიკაში 279 პაციენტის მკურნალობს.

„დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ პირველად გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს ინფიცირებულებს. რაც შეეხება ამ ახალ შემთხვევას, მისი ინფიცირების წყარო უცნობია, როგორც ვიცი. გადმოყვანილია საკარანტინო სივცრიდან, მისი 4 კონტაქტია დადგენილი,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან ეზუგბაიამ.


ამ დროისთვის გარდაცვლილია - 11 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4600 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 413.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


| Print |
FaceBook Twitter Google