ჯანდაცვა
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვს 23 პაციენტი შეემატა
დღევანდელი, 13 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 23 ადამიანი განიკურნა. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვია 372.

ქვეყანაში ფიქსირდება კორონავირუსის 647 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის გარდაცვლილია - 11

კარანტინის რეჟიმშიიმყოფება 4373 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 386.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google