ჯანდაცვა
კახეთის რეგიონიდან ლუგარში სულ 2486 ნიმუშია გაგზავნილი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, დღეის მდგომარეობით კახეთში ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.
მიმდინარეობს მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც.

„გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში ხდება მაღალი რისკის ჯგუფების გამოკვლევა. კერძოდ, ტესტირება უტარდება ისეთ კატეგორიას, როგორიცაა, სამედიცინო პერსონალი, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები, ასევე მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და საბაჟოს თანამშრომლები.“ - განაცხადა ხიზანიშვილმა.

ამ დროისთვის სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2486 ნიმუში, აქედან 905 მედპერსონალია, 736 ეკუთვნის კარანტინის ზონას, 74 საბაჟოს თანამშრომელია და 85 - შშმ პირი.

13 მაისს კახეთიდან ლუგარის ცენტრში 79 ნიმუში გაიგზავნა, მათგან 61 პასუხი ნეგატიურია.  დანარჩენი ნიმუშის შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
| Print |
FaceBook Twitter Google