ჯანდაცვა
კახეთიდან ლუგარში გაგზავნილი ყველა ტესტის პასუხი კორონავირუსზე ნეგატიურია
16 მაისს ლუგარის ცენტრში კახეთიდან 113 ნიმუში გაიგზავნა. 103 ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. დაავადებათ კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, ასევე ნეგატიურია 15 მაისის ყველა ნიმუშის პასუხიც. 16 მაისის დანარჩენი ნიმუშის შედეგები მოგვიანებთ გახდება ცნობილი.


„კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. დღეის მდგომარეობით Covid-19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 მოქალაქე, მოიხსნა - 3.“ განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.


რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე 438 მოქალაქე იმყოფება.
| Print |
FaceBook Twitter Google