ჯანდაცვა
კახეთში კორონავირუსზე 963 მედიკოსი გამოიკვლიეს
ამ დრომედე გრძელდება ნიმუშების აღება კახეთში კოვიდ 19- ზე გამოკვლევისთვის როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. გარდა ამისა, მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირება ისეთი რისკჯგუფების, როგორიცაა: სამედიცინო პერსონალი, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები, შშმ პირების, ასევე მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები.

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2775 ნიმუში, აქედან 963 მედპერსონალია, 149 შშმ პირი, 815 კარანტინის სივრციდან აღებული სინჯებია.

კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. დღეის მდგომარეობით Covid-19 -ის ლაბორატორიულად დადასტურებული არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.
| Print |
FaceBook Twitter Google