ჯანდაცვა
კახეთში სტაბილური ეპიდსიტუაციაა
კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. 17 მაისს კახეთიდან ლუგარის ცენტრში 9 ნიმუში გაიგზავნა, რომელიც ცხელების ცენტრებიდან იყო აღებული. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ნეგატიურია.

დღეის მდგომარეობით Covid-19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
თვითიზოლაციაში იმყოფება 13 მოქალაქე, მეთვალყურეობიდან მოიხსნა 4 მოქალაქე.

რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე იმყოფება 411 მოქალაქე.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯამრთელობის დაცვის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი, ნელი ხიზანიშვილი ამბობს, ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.

„ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები, საბაჟოს თანამშრომლები. “

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2784 ნიმუში, აქედან 963 მედპერსონალია, 74 საბაჟოს თანამშრომელი, 110 შშმ პირი, 784 ნიმუში კარანტინის სივრციდანაა აღებული.

| Print |
FaceBook Twitter Google