ჯანდაცვა
კახეთში 103 ანალიზის პასუხი კორონავირუსზე ნეგატიურია
18 მაისს კახეთიდან ლუგარის ცენტრში 118 ნიმუში გაიგზავნა. 103 ტესტირების შედეგი უკვე ცნობილია და ყველა პასუხი ნეგატიურია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ასევე ნეგატიურია 17 მაისის ყველა ნიმუშის პასუხიც. 18 მაისის დანარჩენი ნიმუშის შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. ნიმუშების აღება კვლავ გრძელდება.

დღეის მდგომარეობით კვლავ გრძელდება ნიმუშების აღება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.
„ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები. სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2897 ნიმუში, აქედან 1001 მედპერსონალია, 882 კარანტინი, , შშმ პირი - 149.“ - განაცხადა ხიზანიშვილმა



| Print |
FaceBook Twitter Google