ჯანდაცვა
კახეთში 158 პირს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა
კახეთში ამ დროისთვის კვლავ სტაბილური ეპიდსიტუაციაა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, Covid-19 -ის ლაბორატორიულად დადასტურებული არცერთი შემთხვევა არ არის რეგისტრირებული.

20 მაისს კახეთიდან ლუგარში 158 ნიმუში გაიგზავნა. ნელი ხიზანიშვილის თქმით, ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. თვითიზოლაციაში იმყოფება 16 მოქალაქე, მეთვალყურეობიდან მოხსნილია 4.

რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 9 ლოკაციაზე 348 მოქალაქე იმყოფება.




| Print |
FaceBook Twitter Google