ჯანდაცვა
კახეთში კორონავირუსზე კარანტინის ზონებიდან 1127 პირი გამოიკვლიეს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის კორონავირუსზე გამოკვლევა რეგიონში კვლავ მიმდინარეობს.

ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.

„ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები.“ - განაცხადა ხიზანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 3348 ნიმუში, აქედან 1122 მედპერსონალია, 1127 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, 193 შშმ პირია.

რაც შეეხება 20 მაისს კახეთიდან ლუგარში გაგზავნილ ნიმუშებს, 158 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
| Print |
FaceBook Twitter Google