ჯანდაცვა
თელავის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას სეროპრევალენტობის კვლევა ჩაუტარდება
22 მაისს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თელავსა და ბოლნისში დაიწყო სეროპრევალენტობის კვლევა. თელავის მუნიციპალიტეტში შერჩეულია 15 კლასტერი, მათ შორის 10 სოფელი : წინანდალი, შალაური, კისისხევი, ლალისყური, ფშაველი, ვარდისუბანი, გულგულა, რუისპირი, ყარაჯალა, კურდღელაური, და ქალაქ თელავის 5 კლასტერი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, სულ აღებული იქნება 150 ნიმუში.
„ ნიმუშების ტესტირება ხდება ადგილზე სწრაფი მარტივი ტესტებით როგორც ანტისხეულებზე, ასევე ანტიგენზე. დღეისთვის აღებულია 60 ნიმუში.“


როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, , კვლევა დაადგენს, როგორია კოვიდ ინფექციის გავრცელება ამ ორ რაიონში. ბოლნისის მუნიციპალიტეტი - ყველაზე მეტად დაზარალებულია კორონავირუსის გავრცელებით, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტი, სადაც კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, საკონტროლოდ შეირჩა. ამ კვლევებზე იქნება დამოკიდებული, ბოლნისში რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს.
| Print |
FaceBook Twitter Google