ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში დღეის მონაცემებით, კოვიდ 19-ის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შედეგად, სულს კორონავირუსის 731 დადასტურებული შემთხვევაა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, დღეისათვის ეს მონაცემი 4-ით გაიზარდა , ჯამში კლინიკა 526-მა პაციენტმა დატოვა.

გარდაცვლილია - 12 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 300

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ინფორმაციას მთავრობის მიერ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით შექმნილი ვებგვერდი stop.cov.ge აქვეყნებს.

| Print |
FaceBook Twitter Google