ჯანდაცვა
კახეთიდან ლუგარში კორონავირუსზე გამოსაკვლევად სულ 3844 ნიმუში გაიგზავნა
კახეთში კორონავირუსზე გამოკვლევებისთვის ნიმუშების აღება გრძელდება, როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირებაც ისეთი რისკჯგუფებისთვის, როგორიცაა: სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები.

„26 მაისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 71 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 3844 ნიმუში, აქედან 1216 მედპერსონალია, 1434 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 223.“ - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. დღეის მდგომარეობით Covid-19 -ის ლაბორატორიულად დადასტურებული არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

თვითიზოლაციაში იმყოფება 20 მოქალაქე. მეთვალყურეობიდან მოხსნა 4. 7 ლოკაციაზე კარანტინში იმყოფება 244 პირი.


| Print |
FaceBook Twitter Google