ჯანდაცვა
თელავში სეროპრევალენტობის კვლევა დასრულდა
სეროპრევალენტობის კვლევა, რომელიც ბოლნისთან ერთად თელავშიც მიმდინარეობდა, დასრულდა. 22 მაისიდან დღემდე სულ 150 ნიმუში აიღეს.


„თელავის მუნიციპალიტეტში შერჩეული იყო 15 კლასტერი, მათ შორის 10 სოფელი: წინანდალი, შალაური, კისისხევი, ლალისყური, ფშაველი, ვარდისუბანი, გულგულა, რუისპირი, ყარაჯალა, კურდღელაური, და ქალაქ თელავის 5 კლასტერი. სულ აღებული იქნა 150 ნიმუში. კვლევა დასრულებულია. საბოლოო კვლევის შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუმცა წინასწარი შედეგები დამაიმედებელია.“ განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე თქმით, ნიმუშების ტესტირება ხდებოდაა ადგილზე სწრაფი მარტივი ტესტებით როგორც ანტისხეულებზე, ასევე ანტიგენზე.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კვლევა დაადგენს, როგორია კოვიდ ინფექციის გავრცელება ამ ორ რაიონში. ბოლნისის მუნიციპალიტეტი - ყველაზე მეტად დაზარალებულია კორონავირუსის გავრცელებით, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტი, სადაც კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, საკონტროლოდ შეირჩა. ამ კვლევების შედეგების გთავალისწინებით განისაზღვრება, თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს ბოლნისში.
| Print |
FaceBook Twitter Google