ჯანდაცვა
კახეთში 50 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
ამ დროის მონაცემებით, კახეთში Covid-19 -ის ლაბორატორიულად დადასტურებული არცერთი შემთხვევა არ არის რეგისტრირებული, შესაბამისად, რეგიონში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია.

თუმცა, ნიმუშების აღება კვლავ გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად კახეთიდან კიდევ 50 ნიმუში გაიგზავნა.


„27 მაისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 50 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. ამ ეტაპზე ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები.

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 3894 ნიმუში, აქედან 1229 მედპერსონალია, 1455 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 223.“ - აგნაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე განმარტებით, ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 მოქალაქე. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 6 ლოკაციაზე 212 მოქალაქეა.





| Print |
FaceBook Twitter Google