ჯანდაცვა
სეროპრევალენტობის კვლევის საბოლოო შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი
22-26 მაისს თელავში სეროპრევალენტობის კვლევისთვის აღებული 150 ნიმუშის საბოლოო პასუხები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ დაავადება კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძშღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

„22 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თელავსა და ბოლნისში ჩატარდა სეროპრევალენტობის კვლევა. თელავის მუნიციპალიტეტში შერჩეული იყო 15 კლასტერი, მათ შორის 10 სოფელი: წინანდალი, შალაური, კისისხევი, ლალისყური, ფშაველი, ვარდისუბანი, გულგულა, რუისპირი, ყარაჯალა, კურდღელაური, და ქალაქ თელავის 5 კლასტერი. სულ აღებული იქნა 150 ნიმუში. ნიმუშების ტესტირება ხდებოდა ადგილზე სწრაფი მარტივი ტესტებით როგორც ანტისხეულებზე, ასევე ანტიგენზე. “ - განაცხადა ხიზანიშვილმა.

მისივე თქმით, კვლევა დასრულებულია. კვლევის საბოლოო შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუმცა წინასწარი მონაცემები დამაიმედებელია.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ამ კვლევების შედეგების გთავალისწინებით განისაზღვრება, თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს ბოლნისში.

| Print |
FaceBook Twitter Google