ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით ჯანდაცვის სფეროს 119 წარმომადგენელი დაავადდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, მეორე ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში, 2020 წლის 26 თებერვლიდან 10 ივნისის ჩათვლით, რეგისტრირებულია სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა ინფიცირების 119 შემთხვევა. მათ შორის 101 არის - სამედიცინო, 18 კი - ტექნიკური პერსონალი. მათგან გარდაიცვალა 70 წლის ექთანი ქალი, ქვემო ქართლში.


პროფესიული ჯგუფების მიხედვით შემთხვევათა განაწილება შემდეგნაირია:
  • ექთანი - 58% (58 შემთხვევა)
  • ექიმი - 31% (31 შემთხვევა)
  • უმცროსი სამედიცინო პერსონალი - 10% (10 შემთხვევა)
  • ექიმი-ეპიდემიოლოგი - 1% (1 შემთხვევა)
ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის 84%-ს ქალები წარმოადგენენ. 

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, დაავადებულთა საშუალო ასაკი 41 წელია, დიაპაზონი - 19 - 72 წელი.

ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის ყველაზე მაღალი წილი აპრილის თვეში დაფიქსირდა.
| Print |
FaceBook Twitter Google