ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით 963 პირია ინფიცირებული
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ stopcov.ge აქვეყნებს.

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 963 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 841. გარდაცვლილი - 15 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3903 პირი, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 202.



| Print |
FaceBook Twitter Google