ჯანდაცვა
ჩუმლაყში 20 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში კორონავირუსით ინფიცირებული პირის 20 კონტაქტს ტესტირება ჩაუტარდა, რომლის პასუხებიც უკვე ცნობილია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ტესტის შედეგი უარყოფითია.

,,მოვიძიეთ სოფელ ჩუმლაყში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები და გატესტილი იქნა 20 პიროვნება. ყველა მათგანის ტესტირების შედეგი უარყოფითია. ისინი ამჟამად იმყოფებიან თვითიზოლაციაში.“

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოს მოქალქეს, რომელიც ქვეყანაში სომხეთიდან შემოვიდა და ჩუმლაყში ადგილობრივისგან სამაცივრე მეურნეობა ჰქონდა ნაქირავები.
| Print |
FaceBook Twitter Google