ჯანდაცვა
კახეთიდან ლუგარში გაგზავნილი 256 ტესტის პასუხი ცნობილია
11 ივლისს კახეთიდან ლუგარის ცენტრში 256 ნიმუში გაიგზავნა, რომლის შედეგები უკვე ცნობილია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ყველა პასუხი ნეგატიურია.


ამ დროისთვის კახეთში კვლავ მიმდინარეობს მიზნიბრივი ჯგუფების ტესტირების პროცესი.


„მიმდინარეობს 15 ივნისს მიღებული საქართველოს მთავრობის განკარგულება # 975-ის შესაბამისად განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება. კახეთის რეგიონში თვის განმავლობაში დაგეგმილია 8000-დან 9000-მდე ტესტირების ჩატარება. სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 7628 ნიმუში, აქედან 2918 მედპერსონალია, 1976 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, 287 - შშმ პირი, 41 - ტრაილერის მძღოლი, ხოლო 123 საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი.“ - განაცხადა ხიზანიშვილმა.


ამ დროისთვის კარანტინის  3 ლოკაციაზე იმყოფება 91 მოქალაქე, ხოლო თვითიზოლაციაში - 24.

შეგახენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუტასტურდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სომხეთიდან შემოვიდა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობა ჰქონდა ნაქირავები.



| Print |
FaceBook Twitter Google