ჯანდაცვა
კახეთიდან ლუგარში გაგზავნილი 201 ტესტის პასუხი ნეგატიურია
ამ დროისთვის კახეთში 3 კარანტინის სივრცეში იმყოფება 111 მოქალაქე. თვითიზოლაციაში კი 56 . 15 ივლისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 238 ნიმუში. 201 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია.

მიმდინარეობს 15 ივნისს მიღებული საქართველოს მთავრობის განკარგულება # 975-ის შესაბამისად განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება. კახეთის რეგიონში თვის განმავლობაში დაგეგმილია 8000-დან 9000-მდე ტესტირების ჩატარება.

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 8133 ნიმუში, აქედან 3094 მედპერსონალია, 1976 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 301 , ტრაილერის მძღოლი 44, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი 129, შსს- 148.


| Print |
FaceBook Twitter Google