ჯანდაცვა
კახეთიდან ლუგარში გაგზავნილი 164 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
16 ივლისს ლუგარის ცენტრში კახეთიდან 164 ნიმუში გაიგზავნა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილის თქმით, ყველა ტესტირების შედეგი ნეგატიურია.


მისივე განცხადებით, სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 8297 ნიმუში. ამჟამად მიმდინარეობს სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება. კახეთის რეგიონში თვის განმავლობაში დაგეგმილია 8000-დან 9000-მდე ტესტირების ჩატარება.

რაც შეეხება საკარტინე სივრცეებს, 3 ლოკაციაზე იმყოფება 95 მოქალაქე. თვითიზოლაციაშია 60 პირი.
| Print |
FaceBook Twitter Google