ჯანდაცვა
გურჯაანში 27 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მცხოვრებ 27 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ის ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მუშაობს და კოვიდ-19-ზე ტესტირება რამდენიმე დღის ჩაუტარდა, პასუხი კი დღეს გახდა ცნობილი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. მათივე ცნობით, ინფიცირებული პირი ოჯახში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, რის გამოც კონტაქტში მყოფი ყველა პირი ამ ეტაპზე თვითიზოლაციაშია. არცერთ მათგანს საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება.​ 

| Print |
FaceBook Twitter Google